|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს სხდომა გიორგი უკლებამ პროტესტის ნიშნად დატოვა

ქუთაისის  საკრებულოს რიგგარეშე სხდომა,  რომელზეც მთავარ საკითხად   საბიუჯეტო ცვლილებები  გადის,   ფრაქცია " ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის" წევრმა   გიორგი  უკლებამ  პროტესტის ნიშნად  დატოვა.

მან ბიუჯეტიდან იმ თანხის ამოღება გააპროტესტა რომლი სანიაღვრე  და საკანალიზაციო   სისტემის  რეაბილიტაციისათვის  იყო განკუთვნილი: "ამოიღეს ის თანხა,  რომელიც საკანალიზაციო და სანიაღვრ სისტემისთვის იყო განკუთვნილი. ისინი არ არიან ინფორმირებულებ,   რა სჭირდება ქალაქს.   ჩვენ ვთხოვეთ,  არ ამოეღოთ ეს თანხა,  რაც არ გაითვალისწინეს.   მერია თავისი საკრებულოთი უსისტემოა,   მათი ქმედებებ  უკვე   ვერანაირ კრიტიკას  ვერ უძლებს" - განაცხადა გიორგი უკლებამ.

იგი დასწრებას საკრებულოს არც მომდევნო სხდომებზე აპირებს: "სხდომებზე დასწრებას აზრი აღარ აქვს". -განაცხადა უკლებამ.   

სხდომაზე   წარმოდგენილ საბიუჯეტო ცვლილებებს უმცირესობის არც სხვა წევრები  ეთანხმებიან. 

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა