"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის
რიგით მე-4 საკრებულოს სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე გაიმართა. როგორც აცხადებენ, მათი ბოიკოტის მიზეზი ფრაქციის დამტკიცებაზე უარი გახდა.
,,ფრაქციის შექმნის შესახებ იურიდიულ კომისიაში საბუთები რამდენჯერმე შევიტანეთ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ყოველთვის უარს გვეუბნებოდნენ. ჩვენთვის მათი უკანონო მოქმედებები მიუღებელია, ახლა სასამართლოში გვაქვს შეტანილი სარჩელი და პასუხს ველოდებით.“ - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, მაკა მესხმა.
,,newpress”-
თან საუბრისას საკრებულოს
თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძემ აღნიშნული ფაქტი არ უარყო, თუმცა მისივე თქმით, საეჭვოა, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ სხდომისთვის ბოიკოტი ამის გამო გამოეცხადებინა:
„მართალია, ფრაქციის
შექმნასთან დაკავშირებით შესაბამისმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ არა მგონია, რომ ეს გამხდარიყო "ნაცმოძრაობის" წევრების ბოიკოტის მიზეზი. მიმაჩნია, რომ იმ ფორმულით, რომლითაც ისინი ცდილობდნენ ფრაქციის შექმნას, არ იყო სწორი. თუ კი სასამართლო დაგვარწმუნებს
იმაში, რომ შესაცვლელია ეს გადაწყვეტილება, ჩვენ შევცვლით. მაგრამ მე ვთვლი, რომ ამჟამად
არსებული კანონმდებლობით ამ ფრაქციის შექმნა არ შეიძლება.“ - განაცხადა მაჩიტაძემ.
ბაღდათის საკრებულოს 5
წევრს უარს ახალი ფრაქციის შექმნაზე იმის გამო
ეუბნებიან, რომ არჩევნების დროს 3 მათგანი "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდა,
შემდეგ კი თავის პარტიულ კუთვნილებაზე
უარი თქვეს. თუმცა რამდენად საფუძვლიანია ეს
არგუმენტი, ამას სასამართლო გაარკვევს.
ავტორი: გიგა გელხვიიძე