ირაკლი შიხიაშვილი ქუთაისელ ვეტერანებს შეხვდა
ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა, ირაკლი
შიხიაშვილმა რეგიონებში
ვეტერანებთან
შეხვედრა
დაიწყო.
პირველი
შეხვედრა
ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა, სადაც ვეტერანებს სამომავლო გეგმები და განსახორციელებელი პროექტები გააცნეს. მათ ირაკლი შიხიაშვილმა ვეტერანების დღე მიულოცა, რომელიც ახლახანს დაარსდა.
,,გუშინ ჩვენ დავაარსეთ ვეტერანის დღე. მინდა, რომ ეს პირველად ქუთათურებს მივულოცო. ჩვენ თბილისიდან ჩამოვიტანეთ კითხვარები, რომელთა მეშვეობით
გავიგებთ, თუ რა უჭირთ და რა სახის დახმარებას საჭიროებენ ვეტერანები და მათი ოჯახები,
რათა შემდგომში სხვადასხვა პროექტების საშუალებით მათი დახმარება შევძლოთ.“ - განაცხადა შიხიაშვილმა.
როგორც ვეტერანებმა აღნიშნეს, ამ შეხვედრამ მათ იმედები
ჩაუსახათ.
,,ეს ადამიანი ახალი დანიშნულია ამ თანამდებობაზე და
მისი წინამორბედის განგანსხვავებით, უკვე ჩაგვისახა იმედი, რომ ჩვენც მოგვაქცევენ
ყურადღებას“ - განაცხადა ომის ვეტერანმა, დავით ახრახაძემ.
ვეტერანების შეხვედრას ქუთისის
მერი, შოთა მურღულია ესწრებოდა.
ავტორი: გიგა გელხვიიძე