|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოძრაობა " დაბრუნება" აფხაზეთის ლეგიტიმური საბჭოს პოლიტიკას ეწინააღმდეგება

მოძრაობის "დაბრუნება" წევრები  აფხაზეთის ლეგიტიმური საბჭოს შემადგენლობის  გადარჩევას  და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.   მათი თქმით,  უმაღლესი საბჭო,  აგერ უკვე 21 წელია თავისი უსუსურობითა და სიტუაციისადმი შემგუებლობით მშობლიურ მიწა-წყალს - აფხაზეთს სულ უფრო და უფრო გვაშორებს.

ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოძრაობის წარმომადგენლემა  ევროატლანტიკური ინტეგრაციის  და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნის შესახებ  რეზოლუციები განიხილეს.

"დაბრუნების"  წარმომადგენლის, მამუკა ბერაიას თქმით,  ისინი  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის  ელგუჯა გვაზავას პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან, აფხაზეთისათვის   საკუთარი ფულის, ჯარისა და პასპორტების შემოღების მომხრეა. ეს კი მოძრაობის წევრებს ღალატის ტოლფასად მიაჩნიათ. ისინი შერიგების მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის პოლიტიკასაც  აკრიტიკებენ.

  შეხვედრაზე წარმოდგენილი  რეზოლუციები  თბილისში „აფხაზთა კრების“  მიერაა მიღებული. ეს ორგანიზაცია კი,  როგორც ახალი სახალხო მოძრაობა,  27 სექტემბერს  დაფუძნდა  და 7 პოლიტიკურ   პარტიას და 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაცია აერთიანებს.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა