|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში სანაგვე ურნაში ახალშობილი იპოვეს


 წყალტუბოში,  ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალშობილი იპოვეს. შემთხვევა დილის საათებში მოხდა.  თვითმხილველთა თქმით,  ბავშვის ტირილის ხმაზე  ნაგვის ურნას მიუახლოვდნენ  და   შიგ  ცოცხალი ბავშვი იპოვეს,რის შესახებაც  პოლიციას აცნობეს. საპატრულო   ეკიპაჟმა  ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანა. 

წყალტუბოს პოლიციის სამმართველოში აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ. 

ამ დროისათვის ახალშობილის ადგილმდებარეობა და ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ  უცნობია.  დაუზუსტებელი ინფორმაციით,  ახალშობილი ფერადკანიანია.   

 


წყარო: P.S news.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა