ქალაქის ქუჩების "მოძველებული" გზების დახაზვას ქუთაისის მერიაში მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ
ქუთაისში საგზაო ნიშნების დახაზვისათვის გამარჯვებული ფირმის გამოსავლენად ტენდერი სექტემბერში გაიმართა, რომლის შედეგად ქალაქის ქუჩების სავალ ნაწილზე საგზაო ნიშნების აღნიშვნის უფლებამოსილება შპს"საგზაო გზაჯვარედინმა" მოიპოვა.
ტენდერის პირობებით, ფირმამ პასუხისმგებლობა მთელი ქალაქის გზების ხელახალ დახაზვაზე აიღო, თუმცა ამ ეტაპზე სამუშაოების მხოლოდ ნაწილია შესრულებული, რაც ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მალხაზ ბასილაძემ ობიექტური მიზეზებით ახსნა: "ქალაქში მხოლოდ ახლადდაგებული გზები დაიხაზა, რაც შეეხება ძველ გზებს, მათი რეაბილიცაცია იგეგმება, ამიტომაც მათ დახაზვას თავს ვარიდებთ"-აღნიშნა ბასილაძემ "Newpress"-თან საუბარში. მისივე თქმით, ამ პროგრამისათვის 28 ათასამდე ლარია გამოყოფილი და სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ავტორი: მაკა გასაშვილი