|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ადიდების გამო, ერთი მირკოავტობუსი და სამი მსუბუქი ავტომანქანა წყალში მოექცა

წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთთან  მდინარე რიონის ადიდების გამო, ერთი მირკოავტობუსი და სამი მსუბუქი ავტომანქანა წყალში მოექცა.

რიონმა 300 მეტრის სიგრძის მაგისტრალი დატბორა, რის გამოც საავტომობილო  მოძრაობა პარალიზებულია.

მდინარის ადიდების შემდეგ რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება წყალში აღმოჩნდა.  მაშველებმა ერთი მირკოავტობუსისა  და სამი მსუბუქი ავტომანქანის 25  მგზავრი  წყალში ჩარჩენილი მანქანებიდან უაფრთხო ადგილზე სპეციალური ნავებით გადაიყვანეს.

წყალში ჩარჩენილი ადამიანების  ევაკუაციის შემდეგ, სპეციალური ტექნიკის დახმარებით ტერიტორიიდან მანქანებიც გაიყვანეს. 

სამაშველო ოპერაციაში წყალტუბოს, ქუთაისისა და იმერეთის სამაშველო ბრიგადები მონაწილეობდნენ.

წყარო: frontnews.ge


ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა