|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა

შემთხვევა გუშინ მოხდა. პაციენტი ქარელის რაიონიდან ძმასთან ერთად იაშვილის კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. კლინიკის ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში რჩება სოკოთი მოწამლული მისი ძმაც. 
როგორც იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განაცხადეს, ბოლო დღეებში სოკოთი მოწამვლის ფაქტებით კლინიკაში მიმართვიანობამ იმატა. მათივე ინფორმაციით, გუშინ კლინიკიდან 5 ბავშვი გაეწერა, თუმცა საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში ამ დრომდე სოკოთი მოწამლული 7 პაციენტი რჩება. 
ამასთან, რამდენიმე დღის წინ სოკოსგან მოწამვლით კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა. 

ამასთან, ტოქსიკოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ თავი შეიკავონ ტყეში დაკრეფილი სოკოს მიღებისაგან. 

წყარო: ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა