|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა ქალაქის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, ნიკეასა და ქანთარიას ქუჩაზე მიმდინარე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ნიკეაზე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს ,,დაგი პლიუსი“-ის მიერ 7400 კვ.მ ორმოული შკეთდა.
ქანთარიას ქუჩაზე ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს ,,GM“-მა მაშტაბური სამუშაოები განხორციელა. სამუშოები რეგიონალირი განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. აღნიშნულ ქუჩაზე აღდგა წყლის სისტემები და დაიგო ასფალტის საფარი (475 კვ.მ)
ანალოგიური სამუშაოები წელს კიდევ რამდენიმე ქუჩაზე განხოერციელდება.  წლის ბოლომდე  63 ქუჩის  კეთილმოეწყობაა დაგეგმილი.
,,წინა წლებთან შედარებით წელს ინფრასტრუქტურის კუთხით მაშტაბური სამუშაოები განხორციელდა. ამინდები გვაძლევს საშუალებას, რომ სამუშაოები აქტიურად გავაგრძელოთ“-განაცხადა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა