ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
ქართულ -ებრაული
26 საუკუნოვანი მეგობრობის აღსანიშნავი იუბილის ფარგლებში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, ქუთაისში VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, რომელიც
25 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიხსნება .
კონფერენცია ორ დღეს გასტანს და იმუშავებს შემდეგი მიმართულებით: 1. ქართველოლოგიის სექცია; 2. ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და კულტუროლოგიის სექცია; 3. ისტორიისა და სამართალმცოდნეობის სექცია; 4. აღმოსავლეთმცოდნეობის სექცია.
კონფერენციის მონაწილეები მიმოიხილავენ ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი ურთიერთობის ფენომენს; კულტურულ, ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, კულტუროლოგიურ, სამართლებრივ ასპექტებს ორი ერის თანაცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
კონფერენციაში, საქართველოს ბიბლიოთეკებისა და უმაღლესი სასწავლებელების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ: უცხოელი სტუმრები:
რეუვენ ენოხი – ისრაელი, პროფესორი;. დიანა შლუხთმანი – Gგერმანია, ფილოლოგიის დოქტორი; . ნები გუმუში – თურქეთი, პროფესორი; . გერშაინ ბენ-ორენი – ისრაელი, პროფესორი;. ჰაზიმ Mმოჰამედ ჰუსეინი – ერაყი, ასისტენტ-პროფესორი;. საიდ როზბაჰანი – ირანი, ასისტენტ-პროფესორი; . ოლენა მაზეპოვა – უკრაინა, ასოცირებული პროფესორი; . მანდანა ალიმი – ირანი, პროფესორი; . საად მაჰდი ჯაფერი – ერაყი, ფილოსოფიის დოქტორი; . ნიდალ ჯამილი – ერაყი, ასისტენტ-პროფესორი;. ალი ჰუსეინ ჰასანი – ერაყი, ასისტენტ-პროფესორი;
ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დაგეგმილი VI საერთაშორისო კონფერენცია საინტერესო იქნება როგორც მეცნიერ-მკვლევართათვის, ასევე ფართო საზოგადოებისათვის.
ავტორი: ნიუპრესი