|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში ყირიმ-კონგოს ვირუსს ებრძვიან

ყირიმ-კონგოს ვირუსის წინააღმდეგ  პრევენციული  ზომების  გატარებას გეგმავენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ამ ვირუსით გუშინ გარდაცვლილი 49 წლის მამაკაცი   ბაღადთის მუნიციპალტეტის სოფელ ობჩი მკვიდრი იყო. 

როგორც  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა  ნიკოლოზ ცერცვაძემ  “Newpress.ge”-ს განუცხადა,  მის ხელთ არესებული ლაბორატორიული დასკვნის თანახმად,  მამაკაცის  გარდაცვალების მიზეზი    სწორედ ყირიმ-კონგოს ცხელება გახდა. 

მისივე განმარტებით,   ამ  დაავადების  ვირუსის  გადამტანი საქონლის ტკიპაა,  რის გამოც  გადაწყდა,  სოფლის მასშტაბით გამოკვლევა ჩაუტარდეს პირუტყვს და მოსახლეობას   ამ დაავადებისაგან  პრევენციული ზომების გატარების შესახებ ინსტრუქცია მოეწოდოს.

ბაღდათის გამგებლის ირაკლი გეგეშიძის  განცხადებით,  ადგილობრივი მოსახლეობისა და ფერმერების  შეკრება ხვალიდან  დაიწყება,  რათა მათ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ,  თუ როგორ მოიქცნენ დაავადების გამოვლენის შემთხვევაში,   იცოდნენ,   როგორ  დაიცვან  თავი  ვირუსისასაგან.

ამ დროისათვის სოფლის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან ის პირები,  რომლებსაც ბოლო დღეების განმავლობაში ურთიერთონა ჰქონდათ  დაავადებულ პირთან. 

შეგახსენებთ,  ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდემიური  აფეთქებებით ხასიათდება.  ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ - ადამიანს.   დაავადებისათვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან.    დაავადებას მაღალი ლეტალობა  ახასიათებს. 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა