|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზურაბ ჟვანიას სკოლამ მორიგი ნაკადი გამოუშვა

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დასაქმებულ 55 საჯარო მოხელეს დარგობრივი კურსების დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

როგორც ერთ-ერთი კურსდამთავრებული, ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, ხათუნა ისიანი აცხადებს, იგი განვლილი კურსით ძალიან კმაყოფილია და ბევრი რამ შეისწავლა. 

სხვა კურსდამთავრებულების მსგავსად კმაყოფილებას გამოთქვამს  გიორგი ნადირაძეც. „ ძალიან საჭირო მეცადინეობებია,   უფრო მეტი გამოცდილება მივიღეთ.  ყველა საჯარო მოხელეს ვურჩევ ამ  კურსის გავლას.“ – აღნიშნა მან.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება  საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ერთთვიან დარგობრივ კურსებზე მიმდინარეობს.   

სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას. 

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა