შაბათი, 21 ივნისი, 2025 წელი 22:38:59
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უკრაინის სოლიდარობისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

"დონეცკი ომსა და მშვიდობაში“-ასეთი სახელწოდების გამოფენა ქუთაისში, ბალანჩიბაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ფოიეში გაიხსნა. იგი უკრაინის ქალაქ დონეცკში მიმდინარე საომარი მოქმედებების ქრონიკას ასახავს.
გამოფენა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით გაიმართა. სურათები დონეცკის თვითმმართველობამ გამოაგზავნა.
„დონეცკი ქუთაისის დაძმობილებული ქალაქია,  რომელთანაც ჩვენს ქალაქს დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებს. ბუნებრივია, ქუთაისი ვერ დარჩებოდა გულგრილი იქ მიმდინარე მოვლენებისადმი.“- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. 

გამოფენას ქალაქის მერი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაეწრნენ.

ავტორი: ანა ჯიქია