წყალდიდობამ წყალტუბოს მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა
ძლიერი წვიმის შედეგად წყალტუბოში რამდენიმე ოჯახი დაზარალდა, პრობლემები შეექმნა"წმინდა ნინოს" ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას.
ადიდებულმა ,,ვაზნარის ღელემ’’ საკარმიდამო ნაკვეთები და ოთხი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაფარა.
სატრანსპორტო მოძრაობა სოფელ ხომულის მიმართულებით შეფერხდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის წევრები.
ამ დროისათვის წყლის დონე დაწეულია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ავტორი: ანა ჯიქია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა





15:35
12:39
15:45
20:24
20:21
















