|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ზაზა დოლიძე უხელმძღვანელებს

 სოფლის მეურნეობის მინისტრმა,   სურსათის ეროვნული სააგენტოს  ახალი უფროსი,  ქუთაისში, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული  ოფისის გახსნის შემდეგ წარადგინა. 

 სურსათის უვნებლობის სააგენტოს ზაზა დოლიძე უხელმძღვანელებს. ის მანამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. სხვადასხვა დროს  მუშაობდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მრჩევლად, იყო  შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის კონსულტანტი ორგანიზაციული მართვის საკითხებში.

2013-14 წლებში  ზაზა დილოძე საფეხბურთო კლუბ რუსთავის „მეტალურგს“ ხელმძღვანელობდა.

  „წარმოგიდგენთ ზაზა დოლიძეს, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და არის წარმატებული მენეჯერი. ჩვენ ვფიქრობთ,  ეს იქნება პოზიტიური ცვლილება.“- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა