|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკა მელია: "ნაციონალური მოძრაობის" ხედვებსა და მიდგომებში ძირეული ცვლილებია"

ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მოსახლეობას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები  ხვდებიან. 

ქუთაისში იმყოფებიან ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, გიორგი აბესაძე და სერგი კაპანაძე. ნიკა მელიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ყველა მიმართულებით  წარმოადგენს კონკრეტული გეგმას. "ნაციონალური მოძრაობა" 8 ოქტომბერს არსებულ სტაგნაციას დაასრულებს და ქვეყანას სტაბილური, მდგრადი ეკონომიკის და განვითარების გზით მწყობრად წაიყვანს". პარტიის  საარჩევნო შტაბის უფროსის  განცხადებით,  "ნაციონალური მოძრაობა მკვეთრად შეიცვალა გადაწყვეტილების მიღების მხრივ. ხედვებში და მიდგომებში არის ძირეული ცვლილება. სწორედ ეს უნდა გაიგონ, როგორც ჩვენმა მომხრეებმა,  ისე ოპონენტებმა",- განაცხადა  მელიამ.
 
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა არ იგეგმება. შეხვედრა ახალგაზრდულ  ორგანიზაციასთან პარტიის გეგმებზე სასაუბროდ დაიგეგმა. 
 
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა