ნიკეას ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გზის საფარის დაგება დღეს დაიწყო. სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. ნიკეას ქუჩა ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ქუთაისში ამ ეტაპზე ხორციელდება.
რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე შუა გამყოფი გამწვანების ზოლი, ტროტუარები, ბორდიურები და გარე განათების სისტემები ეწყობა. ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წყლის სისტემების მოსაწესრიგებელი სამუშაოები, რომელსაც თურქული კომპანია ''SMK'' ახორციელებდა. პროექტის სატენდერო ღირებულება 7 549 000 ლარს შეადგენს.
,,ასფალტის პირველი ფენის დაგება დაიწყო. ერთი მხარე რომ მოწესრიგდეს, დაახლოებით 10 მზიანი დღეა საჭირო, შემდეგ ასფალტის საფარი დაიგება მეორე მხარეს. საკმაოდ მაღალ ტემპში სრულდება სამუშაოები. მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ ამ პროექტის ხანგრძლივობა წელიწადნახევრით განისაზღვრა, თუმცა შემსრულებელი კომპანია გვეუბნება, რომ ნიკეას ქუჩა უფრო ადრე წელს შემოდგომაზე დასრულდება“, -განაცხადა შოთა მურღულიამ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















