|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნიკეას ქუჩის მსგავსი ქუჩა მთელ საქართველოში არ არის“-გივი ჭიჭინაძე

იმერეთის გუბერნატორმა ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. გივი ჭიჭინაძე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე შემოსასვლელ ავტობანს, რეაბილიტირებულ ნიკეას ქუჩას, ასევე ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს და #31-ე საბავშვო ბაღისა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობას გაეცნო.

გივი ჭიჭინაძის განცხადებით, მონიტროინგი სისტემატიურად იმართება. „ჩვენ მოვინახულეთ ქუთაისში განხორციელებული სამუშაოები, დიდი პროექტები ხორციელდება ქუთაისში. ნიკეას ქუჩის მსგავსი ქუჩა მთელ საქართველოში არ არის“-განაცხადა ჭიჭინაძემ.

გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდნენ იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები. გუბერნატორის თქმით, მსგავსი მონიტორინგი ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მხრივ ჩამორჩენა არცერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს.

ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი. შოთა მურღულიას განცხადებით, წლის ბოლოსთვის დასრულდება ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც ქუთაისის ცენტრალური შემოსასვლელი გახდება. 

 ნიკეას ქუჩის მშენებლობის ღირებულება 7 698 556 ლარს შეადგენს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა