|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულსა და თერჯოლაში ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ

ტყიბულსა და თერჯოლაში  პარტია "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს"  წევრები  ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ, ამის შესახებ მათ ტელეკომპანია "რიონს" განუცხადეს. მათი თქმით, "ქართული ოცნების" აქტივისტები ემუქრებიან. ასევე ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარეს თამაზ კუბლაშვილს ადანაშაულებენ.

 „საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი  და ქართული ოცნების“ აქტივისტი აკო ქათამაძე ყოველდღე ახორციელებენ ზეწოლას ჩვენს აქტივისტებზე. გვემუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით. რამდენიმე  ჩვენი აქტივისტი გაათავისუფლეს სამსახურიდან. თუ ვინმე გამოვა შეხვედრებზე, აჯარიმებენ. თითოეულ რეგიონში ყველა კოორდინატორზე ხორციელდება ზეწოლა "ქართული ოცნების" მხრიდან",-აღნიშნა  "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს"  კოორდინატორმა ქრისტინე რიჟამაძემ.

ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარე   თამაზ კუბლაშვილი და  „ქართული ოცნების“ აქტივისტი აკო ქათამაძე კომენტარს არ აკეთებენ.

ზეწოლის ფაქტზე საუბრობს "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს" თერჯოლის კოორდინატონი დარინა ხუჭუა. სამი შვილის დედამ  განაცხადა, რომ თავისი პოზიციის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა