|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებას ქუთაისელი ჟურნალისტი შეესწრო

ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებას  ამერიკაში მცხოვრები ქართველებიც  შეესწრენ, მათ შორის ქუთაისელი ჟურნალისტი ზვიად ხუჯაძე. როგორც მან "ნიუპრესს" განუცხადა, ყურადღება პოლიციის უეცარმა მობილიზაციამ მიიქცია, "მანჰეტენზე სულ ხმაურია, ამიტომ აფეთქების ხმა არ გაგვიგია, რამდენიმე წუთის გავლილი გვქონდა ის ადგილი.  უცებ ატყდა  ხმაური,  გაჩნდნენ პოლიციის მანქანები, გადაიკეტა გზები. ცოტა კი შევშფოთდით", - გვითხრა ზვიად ხუჯაძემ.

აფეთქება  ნიუ-იორკში, მანჰეტენზე,  ჩელსის უბანში მოხდა. დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის ერთს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება. ექიმების ცნობით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის ურნაში იყო მოთავსებული.

პოლიციის ცნობით, აფეთების ადგილის მახლობლად ნაპოვნია მეორე საეჭვო ნივთი.

ნიუ-იორკის მერმა ბილ დე მლაზმომ განაცხადა, რომ ფეთქება მანჰეტენზე დაგეგმილ აქტს ჰგავს, თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობ რაიმე მტკიცებულება, რომ ეს რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის მოწყობილია.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა