თამთა ლიპარტელიანის პატივსაგებად კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს "ანგელოზთა პიკი" უწოდეს
ქუთაისელმა მთასვლელებმა ნორვეგიის ტერაქტში დაღუპულთა პატივსაგებად, კავკასიონზე უსახელო მწვერვალი დალაშქრეს, რომელსაც „ანგელოზთა პიკი“ უწოდეს.
ალპინისტებმა მთაზე ბანერი აიტანეს, სადაც იმ ადამიანების სახელები და გვარებია ამოტვიფრული, რომლებიც ტერაქტის დროს დაიღუპნენ.
ექსპედიციაში 11 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ისინი მთის დალაშქვრას 10 დღის განმავლობაში ცდილობდნენ.
იმერეთის მეკვლეურთა ფედერაციის თავმჯდომარის, მერაბ ნემსიწვერიძის განცხადებით, ისინი იდეის განხორციელებისთვის ნორვეგიის და საქართველოს მთავრობიდან დახმარებას ითხოვდნენ, რაზეც უარყოფით პასუხს იღბედნენ. მოლაშქრეებმა იდეა ბიზნესმენების დახმარებით 2016 წლის სექტემბერში განახორციელეს.
„გადავწყვიტეთ, რომ ამ ახალგაზრდების უკვდავსაყოფად დაგველაშქრა კავკასიონზე უსახელო მწვერვალი. ეს იდეა კეთილი ადამიანების დახმარებით სექტემბერში განვახორციელეთ“,- განაცხადა ნემსიწვერიძემ.
შეგახსენებთ, 2011 წლის 22 ივლიის ნორვეგიაში ტერაქტის შედგად 68 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქუთაისელი თამთა ლიპარტელიანი.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















