|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნუ მძარცვავ"– შსს–ს მომსახურების სააგენტოებში არსებულ მონოპოლიას აპროტესტებენ

 "ნუ მძარცვავ" - ამ სახელწოდების აქცია გამართა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციამ შსს-ს  მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ცენტრთან. ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ საბანკო მომსახურების მონოპოლიასა და სახელმწიფოს უმოქმედობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს  მომსახურების სააგენტოში საჭირო გადარიცხვებზე მონოპოლია "ლიბერთი ბანკს" აქვს აღებული და მოქალაქეებს მომსახურებაში გაცილებით მეტს ახდევინებს, ვიდრე სხვა ბანკი.

"შსს–ს მომსახურების სააგენტოში, როგორც მთელ ქვეყანაში, მონოპოლიაა. "ლიბერთი ბანკი" მუშაობს მხოლოდ ამ სააგენტოებში და ყველა მომსახურებაში 2 ლარს ახდევინებს მოქალაქეებს. სახელმწიფო კი ხელს უწყობს და არავინ აკონტროლებს, რა ხდება. მივმართავთ ხელისუფლებას, მოახდინოს საკითხის შესწავლა და ისედაც გაჭირვებულ მოქალაქეებს ნუ გვძარცვავენ",–განაცხადა წულაიამ.  მას შენიშვნები მომსახურების საფასურთანაც აქვს.

"ლარს, ორ ლარს ისე გვართმევენ მომსახურებაში, თითქოს ყავა მოგვართვეს, ან ფეხები დაგვითბუნეს. რა მომსახურებაში გვართმევენ ფულს, თავიანთ საქმეს ასრულებენ და კიდევ ჩვენ უნდა გადავუხადოთ ზედმეტი? გამოდის, რომ ეს ადამიანები კერძო ბიზნესმენის სასარგებლოდ მუშაობენ და ხელფასს ჩვენ ვუხდით",–განაცხადა წულაიამ.

ბრალდებას არ ადასტურებენ "ლიბერთი ბანკში". მომსახურების სააგენტოში არსებული ფილიალის მენეჯერის, ნათია ფიფიას განცხადებით, ყველა მომსახურების საფასური ერთი ლარია და  მოქალაქეს თითო მომსახურებაზე  თითო ლარის გადახდა მოუხდება.

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა