მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის მდგომარეობა გაუმჯობესდა?
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის მდგომარება გაუმჯობესდა. ინფორმაციას ოჯახის მეგობარი ნინი ენუქიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ენუქიძე წერს, რომ ნუციმ გაიღვიძა და ყველა რეფლექსი აქტიური აქვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ნიუპრესი“ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორს ანჟელა ორჯონიკიძეს დაუკავშირდა. ორჯონიკიძის განცხადებით, სამივე პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, გაუარესების გარეშე. მისი თქმით, "აპარატიდან მოხსნამდე ჯერ კიდევ დიდი დროა საჭირო".
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ. გიორგი ლომინაძეს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი აღენიშნებოდა. მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა ნაკლებად მძიმე იყო. ის რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოდან გაწერეს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















