|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპერის თეატრის სეზონის გახსნას კულტურის მინისტრი დაესწრო

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ჯუზეპე ვერდის შედევრის ,,ტრავიატა“-ს პრემიერა გაიმართა. 48-ე თეატრალური სეზონის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ.

ქუთაისის ოპერის თეატრში “ტრავიატას” დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. „ტრავიატას” საპრემიერო წარმოდგენაში მთავარ როლები შეასრულეს: ნაირა კიკოლიაშვილმა, ანზორ ხიდაშელმა, ბაკურ კვირიკაშვილმა, ნუცა ზაქაიძემ, მარიეტა მაჩალაძემ, იოსებ კიწმარიშვილმა, კალისტრატე ხარჩილავამ, ემილ ჩარგაზიამ, აკაკი იოსელიანმა; თეატრის გუნდი საპრემიეროდ მთავარმა ქორმაისტერმა ნათია გოგუაძემ მოამზადა. სპექტაკლს რევაზ ჯავახიშვილმა უდირიჟორა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა