ორმაისობის დღესასწაული ქალაქის დალოცვით დაიწყო
ორმაისობის დღესასწაული ბაგრატის ტაძრიდან ქალაქის დალოცვით დაიწყო. საზეიმო წირვა ქუთათელ-გაენათელმა მეუფე კალისტრატემ ჩაატარა. მან ქალაქის წარსულსა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ბედნიერი ვარ, რომ აღდგა ეს დღესასწაული, დალოცვილი იყოს ქუთაისი, ყველას წარმატებას, ქალაქს კი განვითარებას ვუსურვებ", - განაცხადა მეუფე კალისტარემ.
საზეიმო წირვას ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ქალაქის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, მაჟორიტარი დეპუტატები და გუბერნიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წირვაზე იმყოფებოდნენ ასევე საპატრიარქოს ჩოხოსნები, საზოგადოება „ქუთაისელისა“- და „ბაღისკიდეს“ წევრები. დალოცვის შემდეგ ბაგრატის ტაძრის ეზოში პატარა ჩოხოსნების კურთხევა გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებები ქალაქში ორი დღე გაგრძელდება.
ამ თემაზე:
"ორმაისობის" ღონისძიებები 2 დღე გაგრძელდება
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















