|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მ.პ.გ. "საქართველო" "ნაციონალური მოძრაობის" რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს

მ.პ.გ."საქართველო" "ნაციონალური მოძრაობის" რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს.

როგორც  პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი განმარტავს, "ნაციონალურ მოძრაობას" თავმჯდომარე არჩეული არ ყავს, ეს კი მისი წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნაა. მას წესდებით განსაზღვრული აქვს ორი თავმჯდომარის ყოლა, ერთია დავით ბაქრაძე, მეორე კი, რომელიც არის მისი ზემდგომი, არჩეული არ ყავთ, ესაა ხარვეზი. ამის შესახებ მივმართეთ ცესკოს და  ველოდებით პასუხს. ეს იგივე დარღვევაა, რაც ქონდათ "ცენტრისტებს" და კვარაცხელიას პარტიას, რაც გახდა მათი რეგისტრაციიდან მოხსნის მიზეზი".

 ლილუაშვილი ხარვეზის დადგენას იუსტიციის სამინისტროდან ითხოვს, ამიტომ აქციებს იუსტიციის სამინისტროსთან აანონსებენ.

ლილუაშვილის თქმით, "აქციები გაიმართა იუსტიციის სახლთან, ხვალ კი იუსტიიციის სამინისტროსთან გაიმართება. აქციები გაგრძელდება, სანამ არ მოხდება ხარვეზის დადგენა." 

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, იუსტიციის სახლში მათ განუმარტეს, რომ ამ ხარვეზის დადგენას თვეზე მეტი დასწირდება, რაც მისი თქმით, დროის სპეციალურად გაწელვას ემსახურება.

 როგორც "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსმა ნიკა მელიამ "ნიუპრესს" განუცხადა, აღნიშნული ბრალდების შესახებ პირველად ჩვენგან გაიგო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა