"პაატა ბურჭულაძემ გაყიდა პარტია"-ხათუნა ლაგაზიძე
„პაატა ბურჭულაძემ გაყიდა პარტია, პირდაპირი მნიშვნელობით გეუბნებით, ფულზე გაყიდა პარტია, გაყიდა ხალხი, ვინც მის გვერდით იყო ამ თვეების განმავლობაში, გაყიდა საკუთარი ამომრჩეველი, რომელიც მას ენდობოდა და გაყიდა იდეა, რისთვისაც მოდიოდა"-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში. ამ განცხადების მტკიცებულებად მას საპარლამენტო სია მოჰყავს, რომელიც პაატა ბურღულაძის პარტიამ წარადგინა.
კითხვაზე, ვინ იყიდა, ან ვის მიჰყიდა ეს პარტია, ლაგაზიძე პასუხობს:
"როდესაც შედგა ეს გაერთიანება, ეს ბლოკი ე.წ. გირჩს, ვაშაძეს და პაატა ბურჭულაძეს შორის, მაშინ არგუმენტი ამის ერთადერთი იყო ის, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე იყო პარტია და სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო, რომ ეს იყო იძულებითი გზა, რომელსაც პარტიის გადარჩენა შეეძლო. ოღონდ პარტიის გადარჩენაში მინიმუმ უნდა იგულისხმებოდეს ის, რომ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი იყოს პარტია სულ მცირე ნახევრით მაინც. ამ შემთხვევაში აქვს ხომ პარტიის გადარჩენაზე საუბარს აზრი?! პირველ 12 კაცში პარტიიდან მხოლოდ სამი ადამიანია მოხვედრილი. აქედან გამომდინარე თქვენ თავად იმსჯელეთ, ეს იყო პარტიის გადარჩენისკენ მიმართული ნაბიჯი, თუ ეს იყო პარტიის გაყიდვა. რა თქმა უნდა, ეს იყო ცალსახად პარტიის გაყიდვა. თან დააკვირდით იმას, რომ გირჩი ამ ბლოკში ცალკე სუბიექტად არ არის წარმოდგენილი. საუბარი იყო იმაზე, რომ გირჩი და პაატა ბურჭულაძის პარტია არჩევნების შემდეგ იქნება ერთი პარტია. ანუ ფაქტობრივად, მან გაყიდა პარტია თავისი ადამიანებით და თავისი სახალხო მხარდაჭერით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის დღეს თავისი სახელითა და გვარით ცდილობს, რომ მთლიანად საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველი შეიყვანოს შეცდომაში და თვალში ნაცარი შეაყაროს იმიტომ, რომ საკუთარი სახელისა და გვარის უკან მას შეჰყავს სია, რომელიც უპირატესად დაკომპლექტებულია ნაციონალებიდან“, -აცხადებს ლაგაზიძე და პარტიის გაყიდვას ბურჭულაძის პირად სარგებელს უკავშირებს.
პარტიაში უარყოფენ ლაგაზიძის ბრალდებებს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















