პაატა ბურჭულაძის გუნდი ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს
„პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, ზეწოლის მსხვერპლი ამჯერად ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თანამშრომელი სოსო ჩიტორელიძე გახდა.
მომხდართან დაკავშირებით ხათუნა ლაგაზიძე ვანში ჩავიდა, სადაც სპეციალური ბრიფინგი გამართა. ლაგაზიძე მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრასაც შეეცადა, თუმცა გამგებელმა ზაზა ხურციძემ, რომელიც თავის სამუშო კაბინეტში იმყოფებოდა, პარტიის ლიდერ ქალბატონთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
"ვანის "ქართული ოცნების" ოფისში დაიბარეს საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩვენი პარტიის წარმომადგენლის მამა, სოსო ჩოტორელიძე. მას "ქართული ოცნების" მაჟორიტატობის კანდიდატის გიორგი ლილუაშვილის თანდასწრებით მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ვაჟი არის ჩვენი პარტიის წარმომადგენელი",-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
როგორც თვითონ სოსო ჩიტორელიძის განმარტავს, ის ,,ქართული ოცნების“ ოფისში სამსახურეობრივი საკითხების განსახილელად დაიბარეს. შეხვედრას კი, ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანში გიორგი ლილუაშვილი, გამგებელი ზაზა ხურციძე, გამგებლის მოადგილე ლაშა გიორგაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ესწრებოდნენ. მისი თქმით, შეხვედრის მიმდინარეობისას დეპუტატმა გელა ვარდოსანიძემ თანაგუნდელებს უთხრა, რომ სოსო ჩიტორელიძე და მისი ოჯახი ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ მხარდამჭერია, რის შემდეგაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ოთახიდან გააძევეს.
ვანის გამგებელმა, ზაზა ხურციძემ საკითხის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაააკეთა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















