პაატა ბურჭულაძის პარტის ქუთაისის ოფისი დაარბიეს
პაატა ბურჭულაძის პარტის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ქუთაისის ოფისი, რომელიც გამსახურდიას ქუჩაზე მდებარეობს, დაარბიეს.
როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზვიად ბაღდავაძემ „ნიუპრესთან“ საუბარში განაცხადა, დილით პარტიის წევრებს ოფისი დარბეული დახვდათ. ჩამოხეულია პლაკატები და დროშები, ამოყირავებული იყო სკამები და მაგიდები. მისივე განცხადებით, ღირებული არაფერია წაღებული, მხოლოდ ამომრჩეველთა სიები.
ბაღდავაძე იმედოვნებს, რომ მომხდარი მის რომელიმე კონკურენტს არ დაუკავშირდება.
„არ მინდა მქონდეს რაიმე ვერსია მომხდარზე. ჩემს კონკურენტებზე უფრო დიდი წარმოდგენა მაქვს. ვიმედოვნებ, რომ მალე გაირკვევა მომხდარი“-განაცხადა ბაღდავაძემ.
ადგილზე უკვე იმყოფებიან კრიმინალური პოლიციისა და ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები. მიმდინარეობს გამოძიება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















