|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საარჩევნო უბნები პანდუსების გარეშე დარჩა

ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანამედროვე საზოგადოებაში ადაპტაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მიზნით პანდუსების მოწყობა დაიგეგმა.

 საარჩევნოდ პანდუსები რვა სკოლაში უნდა მოწყობილიყო, რისთვისაც მერიამ 3 200 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. როგორც "ნიუპრესმა" გაარკვია, პანდუსის მოწყობა  სკოლებში არც დაწყებულა. 

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მალხაზ ბასილაძის განმარტებით, ტენდერში  ინდ. მეწარმე  რუსუდან კინწურაშვილმა გაიმარჯვა და ხელშეკრულებაც გაფორმდა. პანდუსები საარჩევნოდ უნდა მოწყობილიყო, თუმცა, გამარჯვებულმა სრულყოფილი პროექტი ვერ წარმოადგინა:

„მათ მიერ მოწოდებულ პროექტებში იყო ხარვეზები, მიეცათ ვადა გამოსასწორებლად, მაგრამ ვადაში ვერ ჩაეტია და ვერ წარმოადგინა პროექტი, ამიტომ გამარჯვებული დაჯარიმდა, ყოველ გადაცილებულ დღეზე ემატება ჯარიმა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადგილებზე არ მოეწყობა პანდუსები, ყველა ადგილზე გაკეთდება, თუმცა საარჩევნოდ მათი მოწყობა ვერ მოესწრება“-განაცხადა მალხაზ ბასილაძემ.

შესაბამისად, წელს საარჩევნო უბნები ადაპტირებული  ვერ იქნება.

მიმდინარე წელს, პანდუსების მოსაწყობად ბიუჯეტში 100 000 ლარია გამოყოფილი, რის ფარგლებშიც ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, მერიამ ტენდერი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც, პანდუსით 16 სხვადასხვა დაწესებულებების აღჭურვა იგეგმებოდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა