პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომას გამართავს
პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომას გამართავს. სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებაზე იმსჯელებენ, რომელიც ოჯახის განმარტებას ითვალისწინებს.
უმრავლესობა ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.
ცვლილებების მიხედით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. ოპოზიციის აზრით, საკნონსტიტუციო ცვლილება და დამატებითი ჩანაწერის გაკეთება ამ საკითხზე არ არის საჭირო, რადგან ამას ისედაც არეგულირებს კანონმდებლობა.
დღის წესრიგშია ასევე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილა. სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო წინადადებას განხილვა იგეგმება.
უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, ის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს.
ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის, 4%-მდე შემცირება.
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















