"პარლამენტის ყოფილი შენობა ქუთაისში კარგი სივრცეა საკონფერენციო ტურიზმისთვის"
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, შენობა შეიძლება საკონფერენციო სივრცედ იქნეს გამოყენებული.
“ჩვენი ქვეყნის მიმართ შექმნილი მაღალი ინტერესიდან და მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, განვითარების ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს საკონფერენციო ტურიზმი. ამ კუთხით ქუთაისში უკვე გვაქვს საერთაშორისო მასშტაბის საკონფერენციო ცენტრი, კერძოდ, ყოფილი პარლამენტის შენობა. საკონფერენციო დანიშნულებისთვის მას არ სჭირდება რადიკალური ტრანსფორმაცია. ამავე დროს, ეს იქნება ყველაზე სწორი გზა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის და ქუთაისის ინფრასტრქტურა – დღეს უკვე აეროპორტი, რკინიგზა და ავტობანი – აკმაყოფილებს ამ ცენტრისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას”, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკონფერენციო სივრცესთან დაკავშირებული იქნება წყალტუბოს სასტუმროების ქსელი.
პარლამენტის შენობისათვის ახალ ფუნქციის მინიჭების შესახებ პრეზიდენტმა ქუთაისში ვიზიტის დროსაც ისაუბრა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















