|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 74 ხმით, 22-ის წინააღმდეგ  „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო.

კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. 
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, ცვლილება ზუსტად იმ სტანდარტის პარალელურია, რაც  დადგენილია კონსტიტუციით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილებით
„ოპოზიციის ნაწილი საზოგადოებას ყველაფერს უხატავს ისე, რომ თითქოს ყველანაირი კონსტრუქცია იკრძალება, მანიფესტაცია იკრძალება, შეკრებები იკრძალება, თითქოს გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად იზღუდება ან საერთოდ ეს უფლება ჩამორთმეული აქვს. ძალიან კარგად იცით, რომ ეს ასე არ არის. როდესაც ვსაუბრობდით ამ კონკრეტულ კანონპროექტზე ვსაუბრობდით მოქმედი კანონის დახვეწაზე, კონკრეტული კრიტერიუმების შემოტანაზე, კონტროლის მექანიზმის არსებობაზე და მოქმედების კონკრეტულ პროცედურულ ნაწილზე“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
პარლამენტმა, ასევე, მესამე მოსმენით, 75 ხმით, 20-ის წინააღმდეგ მიიღო თანმდევი პროექტი, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
ცვლილების თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის კონკრეტული ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებულ სანქციებს დაემატა ახალი სანქცია -სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.

კანონპროექტების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

 კანონის მირების პარალელურად პარლამენტთან კარვების აქცია იმართება. აქციაზე რამდენიმე   ადამინი დააკავეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა