„პარლამენტს ქუთაისში აუცილებლად დავტოვებთ"-პაატა ბურჭულაძე
"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, როდესაც მან ამირან ხვადაგიანს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატობა შესთავაზა, ხვადაგიანმა მას პირობა წაუყენა, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს.
ბურჭულაძის თქმით, მას ხვადაგიანის პირობა ძალიან მოეწონა და ფიქრობს, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს.
„პარლამენტს ქუთაისში აუცილებლად დავტოვებთ. ქუთაისმა ამ მხრივ თავისი მნიშვნელობა არ უნდა დაკარგოს“, - განაცხადა ბურჭულაძემ „პალიტრა TV“,-ში.
გარდა ამისა, ბურჭულაძე „ქართული ოცნების“ მიერ ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის წამოწყებას მიესალმება და ამბობს, რომ როდესაც ის მთავრობაში მოვა, ამ საქმეს აუცილებლად გააგრძელებს.
„მე როგორც საპატიო ქუთაისელი, ეს წოდება მაქვს და ძალიან ვამაყობ, მომხრე ვარ, რომ ქუთაისში გარდა პარლამენტისა, საგანმანათლებლო ცენტრიც უნდა იყოს, რომ ახალგაზრდებმა ისწავლონ.
ყველა მთავრობის დროს რაც კი კარგს ჩაეყარა საფუძველი, ყველაფერს ვემხრობი. მინდა, ყოველთვის ასე იყოს, ნურავის კარგს ნუ დავუკარგავთ. კარგი გააკეთა ჩვენმა „ოცნებამ“?... არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩაუყარა საფუძველი, მე სიამოვნებით ვუჭერ მხარს და როგორც კი მთავრობაში მოვალ, მაგას გავაგრძელებ. არ მეშინია, რომ ეგ ვინმე სხვა მთავრობას ჩეთვალოს, პირიქით, უნდა გვიხაროდს, რომ საფუძელი კარგ რაღაცას ჩეყარა“, - დასძინა ბურჭულაძემ.
ipress.ge
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















