პარლამენტთან გარემოვაჭრეების აქცია გაიმართა
ქუთაისში, პარლამენტის წინ ზუგდიდელმა გარემოვაჭრეება აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ალტერნატიული ფართის მიღებამდე ძველ ადგილზე გარევაჭრობის ნებართვას თხოვენ. მათი განცხადებით, არ არიან წინააღმდეგი, ალტერნატიულ ფართზე გადავიდნენ, თუმცა ახალი ბაზრის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, რის გამოც ისინი რამდენიმე თვე ვერ იმუშავებენ.
„მეცხრე დღეა, აქციები გვაქვს ზუგდიდში და ყურაღებას არავინ გვაქცევს. ჩვენსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება არ შედგა. მოვედით პარლამენტში და მოვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება. შემოგვთავაზეს ალტერნატიული ფართი და პროექტიც გვაჩვენეს. წინააღმდეგი არ ვართ იქ მუშაობის, მაგრამ ჯერ მშენებლობაც არ დაწყებულა და მანამდე სად წავიდეთ, როგორ ვიმუშაოთ? გვაქვს ყოველდღიური სესხები, სახლები იპოთეკაში. მოვითხოვთ, პარლამენტისგან ყურადღებას და ვიდრე ახალი ფართო მოეწყობა, იქამდე დაგვრთონ ნება ძველ ადგილზე ვიმუშაოთ“,–აცხადებს გარემოვაჭრე მარინა ფარულავა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, რამდენიმე თვე სამუშაოს გარეშე 80 გარემოვაჭრე რჩება.
აქციის მონაწილეებს "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეხვდნენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















