|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პასიური საზოგადოება, დაუბალანსებელი სიები და წინასაარჩევნო გარემო ქუთაისში

ქვეყანა მორიგ საარჩევნო ციკლში შევიდა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოფიციალურად 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩაინიშნა, რის შემდეგაც, პოლიტიკურმა სუბიექტებმა სამზადისი დაიწყეს.  

 

ქუთაისში პარტიების უმრავლესობამ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა, მათ შორის, საარჩევნო სია მმართველმა გუნდმაც გაგვაცნო

როგორც აღმოჩნდაქართული ოცნებაქუთაისის საკრებულოს  ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებას, ძველი სახეებით გეგმავს. პარტიის მიერ დასახელებული მაჟორიტარობის შვიდი კანდიდატიდან, ხუთი მოქმედია, ერთი კი - პარტიული სიის დეპუტატიკანდიდატებისთვის უცვლელია სამაჟორიტარო ოლქები, ასევე უცვლელია ქალაქის მერობის კანდიდატიც.  

 

ქუთაისელ ამომრჩეველს თანაგუნდელები პარტიასაქართველოსთვისთავმჯდომარე გიორგი გახარიამაც წარუდგინა, რომელთაგან უმრავლესობა  „ქართული ოცნებისყოფილი წევრია. პარტია ძირითადად, ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული.

 

პოლიტიკოსების ნაწილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად გაერთიანდა და შეჯერებული კანდიდატები წარადგინა. „ენმ“, “გირჩი - მეტი თავისუფლება“  დაევროპული საქართველოს“ - ერთიანი ოპოზიციის ლიდერებმა ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარობის 7 კანდიდატი დაასახელეს, მათგან  ორი, წინა მოწვევის საკრებულოს  დეპუტატია  „ნაციონალური მოძრაობიდან“. ასევე შეთანხმებულად წარადგინეს მერობის კანდიდატიც, რომელიც ერთადერთი ქალი პოლიტიკოსია რეგისტრირებული კანდიდატებიდან.

 

წინა არჩევნებთან შედარებით, დასახელებული პარტიული სიების დიდი ნაწილი გენდერულად სენსიტიურია. რაც, შესაძლოა, კანონში ცვლილებამ გამოიწვია, რომელიც 2018 წელს ძალაში შევიდა. კონსტიტუციის ახალი რედაქცია, მიზნად ისახავს ფაქტობრივი თანასწორობიდან არსებით თანასწორობაზე გადასვლას. ეს გულისხმობს საკანონმდებლო დონეზე გენდერული თანასწორობის პრინციპების აღიარებას და ყველა სფეროში ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი უფლებებით სარგებლობის ფორმალური გარანტიების შექმნას.  

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი, „ქალთა კლუბის წევრი, გენდერის სპეციალისტი ქეთი ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით  მდგომარეობა შედარებით დაბალანსებულია, თუმცა ყველა პარტიაში - არა

 

შიდაპარტიული დემოკრატია, სწორედ გენდერულად დაბალანსებულ სიებში იკითხება. ჩემი, როგორც გენდერის სპეციალისტის ინტერესი დიდია, ჰყავთ თუ არა მათ გამსვლელ სიებში მაჟორიტარობის, ან მერობის კანდიდატებად წარდგენილი ქალები. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომქართული ოცნებაამ მხრივ ყველაზე დაუბალანსებელი პარტიაა

ამ ეტაპისთვის ცნობილი პატრიული სიების დიდი ნაწილი გენდერულად დაბალანსებულია. თუმცა, სასურველია უფრო მეტი მრავალფეროვნების ხილვა“,- ამბობს ბერძენიშვილი.

 

გენდერის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდით, ქვეყანაში არაერთი  მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება მიიღება.

 

ცესკო-ში კანდიდატების რეგისტრაციის ვადა იწურება, 2021 წლის ოქტომბრის არჩევნებზე  ამ დროისთვის, ქუთაისში მერობის ოთხი კანდიდატია რეგისტრირებული

საკუთარი კანდიდატები დაასახელეს პარტიებმაქართული ოცნება“, „საქართველოსთვის“, „გაერთიანებული ოპოზიციადამესამე ძალა, სტრატეგია აღმაშენებელი“.  

 

მერობის კანდიდატის დასახელებისგან თავი შეიკავალელომდალეიბორისტულმა პარტიამ“.  მათ მიაჩნიათ, რომ მთავარი პროპორციული ნაწილია, რათა მთავრობამ 43%-იანი ბარიერი ვერ დაძლიოს

 

მმართველმა გუნდმა კი, რამდენიმე დღის წინ 19 აპრილის შეთანხმება ისე დატოვა, რომნაციონალურ მოძრაობასმასზე ხელი არ ქონდა მოწერილი. შეთანხმებიდან გამოსვლით, „ქართული ოცნებაიხსნის ვალდებულებას, რომ თუკი 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%- ვერ მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს

 

ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე ფილოსოფოსი და მწერალი ტარიელ დათიაშვილი გვესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება შორს არის იდეალისგან, თუმცაგანმარტავს, რომ ამ გარემოშიც ამომრჩევლის აქტიურობა მნიშვნელოვანია.

ჩემი ვარაუდით, რთული და დაძაბული არჩევნები იქნება. სამწუხაროდ, საზოგადოება ამასაც შეეჩვია. მივეჩვიეთ, ხმამაღალ საუბრებს და მუჯლუგუნს, რამაც სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანადღესაც ზუსტად ისეთი საარჩევნო გარემოა, როგორიც წინა წლებში. ეს კი, სუსტი ოპოზიციისა და პასიური საზოგადოების ბრალია. სამწუხაროდ, ძალიან შორს ვართ იდეალებისგან. რთულია ვიმსჯელოთ, დღევანდელ რეალობაში ვის რა შანსები აქვს... ალბათ, როგორც აქამდე - ის გაიმარჯვებს, ვინც მეტ თანხას  დახარჯავს. სხვა ანალიზის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლებელია“, - განმარტავს დათიაშვილი.

არჩევნებამდე თითქმის ერთი თვე რჩება. „ქართული ოცნება რეგიონებში კანდიდატების წარდგენას განაგრძობსჯერჯერობით უცნობია გაუძლებს თუ არა მმართველი პარტია ცდუნებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც მესამე სექტორში განმარტავენ, ეს დამოკიდებულია იმაზე,  რამდენად აქტიური იქნება ოპოზიცია და საზოგადოება.



 









 

 





ავტორი: ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.36%
გაუარესდა - 49.09%
არ შეცვლილა - 14.55%
სულ - 55 ხმა