"პატრიოტთა ალიანსმა" ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ნინო ონიანი მაჟორიტარობის მანდატის მოსაპოვებლად #47 ოლქში იბრძოლებს, გია ბახტაძე #48-ე ოლქში.
ირმა ინაშვილის თქმით, ქუთაისში მაჟორიტარობის მესამე კანდიდატს მოგვიანებით დაასახელებენ.
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ლიდერი, გოგი წულაია, რომელიც კახა კუკავამ # 49 ოლქის მაჯორიტარობის კანდიდატად ბლოკში გაერთიანებამდე წარადგინა, ამ ეტაპზე მაჟორიტარობის კანდიდატად არ დასახელებულა.
წულაიას განცხადებით, მისი კანდიდატურა განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყეტილება ჯერ მიღებული არაა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















