|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად თამარ ქალდანი შეირჩა

85 ხმით არცერთის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად თამარ ქალდანი აირჩია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის არჩევის პროცესი მაისში დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ კონკურსის შედეგად 2 კანდიდატი, თამარ ქალდანი და ნიკოლოზ ლეგაშვილი, რომელმაც 44დეპუტატის ხმა მიიღო პრემიერ-მინისტრს წარუდგინა. მან  შერჩეული კანდიდატურები პარლამენტს გადაუგზავნა.

თამარ ქალდანი პროფესიით იურისტია. იგი 2013 წლიდან საქართველოს პირველი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი იყო. მისი ხელმძღვანელობის დროს შეიქმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, რომელიც ახორციელებს მოქალაქეთა განცხადებების განხილვას და ორგანიზაციებში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმას.

თამარ ქალდანის თქმით, მეორე ვადით კანდიდატურის წამოყენება ემსახურებოდა იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელსაც იგი გრძნობს დაწყებულ რეფორმასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით დაწყებული რეფორმა უნდა გაგრძელდეს. მუშაობა უნდა გაგრძელდეს ორი მიმართულებით - ეს არის საქმიანობის მასშტაბების გაზრდა, ბევრ სექტორში მონაცემთა დამუშავების შესწავლა და საზოგადოების ინფორმირება და მათთან მეტი კომუნიკაცია.

საქართველოს პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 3 წლის ვადით ირჩევს. 2013 წლიდან დღემდე ამ თანამდებობას თამარ ქალდანი იკავებს. კანონმდებლობის თანახმად, ერთი და იგივე პირი ინსპექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა