"პიჯაკის საქმეში" ბრალდებულები პროკურატურასთან აქციას გამართავენ
ე.წ. პიჯაკის საქმეზე ბრალდებულები დღეს ქუთაისში პროკურატურასთან აქციას გეგმავენ. აქცია-პერფორმანსის ხასიათის იქნება და ბრალდებულები პროკუტარურასთან თავს მიიბავენ, როგორც ერთ-ერთი ბრალდებული ნიკოლოზ ნარსია აცხადებს, ამ ფორმით პროკუტარურის და მთავრობის გამოფხიზლებას ცდილობენ.
„ერთი წელი გავიდა, რაც პიჯაკის საქმეზე ბრალდებულები გაგვათავისუფლეს და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. 15 თვეა არაფრის უფლება არ გვაქვს. ჩამოგვართვეს პასპორტები, არ გვქვს მუშაობის უფლება და შინაპატიმრობაში ვიმყოფებით. მოვუწოდებთ მთავრობას, გაგვასამართლონ და მიიღონ გადაწყვეტილება“-აცხადებს ნიკოლოზ ნარსია.
მისი თქმით, არც პრემიერის განცხადებას მოჰყოლია რეაგირება და სასამართლო პროცესი არ დანიშნულა.
„პრემიერის განცხადების მერეც არაფერი შეცვლილა, დროის გაწელვას ცდილობენ. ჯერ გვითხრეს, რომ გვეღიარებინა, მერ შეარბილეს ტონი და გვითხრეს უკან დაგვეხია, არ ვაპირებ დავიბრალო ის რაც არ მომხდარა. თითქოს დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის შეურაცხყოფის მიზნით მივედით იქ, ამას ვერ დავიბრალებთ“-აცხადებს ნიკოლოზ ნარსია.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის დროს „თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი დააკავეს. ნიკოლოზ ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია ამ დრომდე განაჩენის მოლოდინში არიან.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















