გიორგი მარგველაშვილი: "პირადად მაქვს მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მექნება მომავალშიც"
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-კადრების გავრცელებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა. ის სოლიდარობას უცხადებს იმ ადამიანებს, ვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების აფიშირებაც მოხდა. მისი განცხადებით, ამაზრზენია არა სექსუალური ცხოვრებიის ქონა, არამედ მისი გადაღება და გავრცელება.
"მუდამ სოლიდარული ვიქნები იმ ადამიანების მიმართ, ვის დაჩაგვრასაც ცდილობენ. ამის საბუთად შემიძლია დღეს საზოგადოებას ღიად ვუთხრა, რომ სექსუალური ცოვრება არ არის სამარცხვინო. მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მექნება კიდევ მომავალში. იცოდეთ, რომ ყოველთვის დაგიცავთ თქვენ და ამ თემას ყოველთვის მოვაშორებ უაზრო შავბნელ სტიგმას. ახლა იმათ, იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ აშატანტაჟოთ ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი საზოგადოება: თოთიეულს გიპოვნით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს. თქვენი შავბნელი იდეებით არასდროს ცხოვრობდა ქართველი, რომელიც იყო თავისუფალი. მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და უნდა გავხდეთ თავისუფლები. თავისუფალი ნიშნავს იმას, რომ არ გვეშინოდეს და იმისათვის, რომ არ გვეშინოდეს არაფრის დიდებით არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა შანტაჟში",-განაცხადა საქათველოს პრეზიდენტმა პირდაპირი სატელევიზიო ეთერის საშუალებით. მანამდე პრეზიდენტი მისსავე ადმინისტრაციაში შეხვდა ორგანიზაციის "ეს შენ გეხება" წარმომადგენლებს.
მისი თქმით, მთელი სახელმწიფო სისტემა მუსაობს ამ დანაშაულის ჩამდენების გამოსავლენად.
შეგახსენებთ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტი დღეს მეორედ დაფიქსირდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















