|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს ქუთაისელ წევრს დედის დღე მიულოცეს

 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს წევრ ქალბატონს  დედის დღე მიულოცეს. 

ლია კაცაძე საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთადერთი ქუთაისელი ქალბატონია, რომლის ხელმოწერაც 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე არის შემონახული.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ლია კაცაძეს შინ ესტუმრა და დედის დღე მიულოცა.

„მინდა, დედებს მივულოცო დღევანდელი დღე. მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში არის შეუფასებელი. დედის დღე მივულოცეთ ქალბატონ ლიას, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წევრი. მასთან საუბარი, როგორც დედასთან და როგორც სახელმწიფო მოღვაწესთან ჩემთვის არის დიდი პატივი. ქალბატონი ლია გახლავთ თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს წარმატებული და სამშობლოზე შეყვარებული დედა“, - აღნიშნა ირაკლი შენგელიამ ლია კაცაძესთან სტუმრობისას.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა