"პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები გაიზარდა"
გასულ წელს პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები გაიზარდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა. ომბუდსმენმა ანგარიში "2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" პარლამენტს წარუდგინა.
"ანგარიშში რამდენიმე ათეული გვერდი არის პოლიციელთა მიერ დაკავებულებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. გასულ წელს შეინიშნებოდა ერთგვარი დინამიკა, გაიზარდა პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები, განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იყო უფრო მეტი ასეთი ფაქტი. ანგარიშში საუბარია როგორც გახმაურებულ, ისე ნაკლებად გახმაურებულ ფაქტებზე",- განუცხადა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს.
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















