|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტი მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურშიც იყვნენ აქტიურები. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნების ერთი ეტაპი დასრულდა, თუმცა საარჩევნო პროცესი გრძელდება და წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი.

”მოსახლეობამ 8 ოქტომბერს აირჩია პარლამენტის შემადგენლობის მხოლოდ 2/3, 50 მაჟორიტარულ ოლქში კი უნდა ჩატარდეს მეორე ტური. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ამომრჩევლის აქტიურობა. პრეზიდენტი ახლაც, ისევე, როგორც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მოუწოდებს მოსახლეობას დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და იყვნენ აქტიური. ასევე უმნიშვნელოვანესია და განსაკუთრებით ხაზგასასმელია, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების როლი, როგორც მთელი არჩევნების, ასევე მეორე ტურის განმავლობაში.

ქვეყნის პირველი პირი იმედს გამოთქვამს, რომ დამკვირვებლები განმეორებით ტურზეც ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი და აქვე აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტი მადლობას უხდის მათ გაწეული მუშაობისთვის”,- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა