|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პუტინმა უკრაინის ოლქების „დამოუკიდებელ“ ტერიტორიებად აღიარებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „დამოუკიდებელ“ ტერიტორიებად აღიარების შესახებ.  

„საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპის აღიარებითა და დადასტურებით, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ხერსონის რეგიონის ხალხის მიერ, რეფერენდუმზე გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით, რომელიც გაიმართა 2022 წლის 27 სექტემბერს, ვადგენ: აღიარებულ იქნას ხერსონის ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

იგივე შინაარსის განკარგულება გამოქვეყნებულია ზაპოროჟიეს ოლქის „დამოუკიდებლად“ აღიარებასთან დაკავშირებითაც.

დღეს, კრემლში რუსეთის შემადგენლობაში ოთხი ახალი ტერიტორიის - ე.წ. "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების", ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას ვლადიმერ პუტინი და დეპუტატებიც დაესწრებიან.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა