|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქალაქში მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, რომელიც სავალალო გახდება მომავალი თაობებისათვის"

ქუთაისის მერიის წინ აქცია გაიმართა. პოლიტიკური პარტიის წევრებმა და მოსახლოებამ უკანონო მშენებლობები გააპროტესტეს. მათი თქმით, ქალაქში მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, რომელიც სავალალო გახდება მომავალი თაობებისათვის.

„ქალაქში მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, რომელიც სავალალო გახდება მომავალი თაობებისათვის. გრძელდება ტრადიციების შენარჩუნება წინა ხელისუფლებიდან დღევანდელი ხელისუფლების ჩათვლით. ეს არასწორი მშენებლობები სავალალო გახდება მომავალი თაობებისათვის, ისედაც კვლევების თანახმად, ყველაზე დაბინძურებულ ქალაქი ქუთაისია. მოუწოდებთ ქუთაისის ყველა პოლიტიკური პარტიის დეპუტატობის კანდიდატს, განსაკუთრებით კი "ქართული ოცნების" პარტიის წევრებს და მაჟორიტარობის კანდიდატებს, თუ  გული შეგტკივათ თქვენს ქალაქზე, დაიცავით თითოეული მოქალაქის უფლებები. გაასაჩივრეთ ქალაქის დამახინჯებისთვის წამოწყებულ მშენებლობები",-განაცხადა წულაიამ.

აქციას შეუერთდა "გირჩის" ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი და "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი ივანე კაპანაძე.
აქციის მონაწილეებს ქუთაისის მერიის არქტიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა უპასუხა და აქციას უსუსური პოლიტიკური სუბიექტის მიერ ხელოვნურად ორგანიზებული უწოდა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურად ითვალისწინებს მოსახლეობის ინტერესებს.

"ეს სამი უსუსური პოლიტიკური სუბიექტის მიერ ხელოვნურად მართული აქცია.  ასათიანის 17-ში მცხოვრები მოსახლეობა ამ წუთებში ჩვენთან იმყოფება და იმართება ამ საკითხზე საქმის წარმოება. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მოსახლეობის ინტერესებს. ერთს მოვუწოდებთ მათ არჩევნების მოგებას მერიის ხარჯზე ნუ ცდილობენ. მერიას არ ეშლება რა უნდა გააკეთოს. მოსახლეობაზე სპეკულირება კი მათი პოლიტიკის ნაწილია",- განაცხადა ბაქარ ჭეიშვილმა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა