|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქალბატონმა ნატომ ფსიქიატრიული დასკვნა უნდა წარმოადგინოს"– დავით დვალი

სამოქალაქო  აქტების შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა. მუნიციპალიტეტებს ახალი ვალდებულება დაეკისრათ. თუკი პირის გარდაცვალება დაფიქსირდება საავადმყოფოს გარეთ, ასევე თუ  ბავშვის დაბადება მოხდება  სამშობიაროს გარეთ, ასეთ შემთხვევებში მუნიციპალიტეტი ვალდებულია დოკუმენტი შეადგინოს.

აღნიშნული ცვლილების ასახვა მოხდა დღეს ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც განსახილველად მხოლოდ ერთი საკითხი იყო გამოტანილი. საკითხის განხილვას  დაპირისპირება მოჰყვა  საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალისა და საკრებულოს წევრ ნატო ქათამაძეს შორის.

ნატო ქათამაძემ პროტესტი გამოთქვა იმის შესახებ, რომ  ერთი საკითხის გამო  აუცილებელი არი იყო რიგგარეშე სხდომის ჩატარება. მისი განცხადებით, ადმინისტრაციულ  ერთეულებს გაუზარდეს უფლებები, რაც  ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" ემზადება არჩევნების გასაყალბებლად. აღნიშნულს  საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი  გამოეხმაურა. ნატო ქათამაძემ  დვალს შეახსენა, რომ ის "ქართული ოცნების" დამცველად ვერ გამოდგება, რადგან  ის „ქრისტიან დემოკრატების“ პარტიიდანაა, რამაც სხდომაზე ხმაური გამოიწვია. 

„ადმინისტრაციულ  ერთეულებს გაუზარდეს უფლებები, ეს ნიშნავს იმას, რომ  "ქართული ოცნება" ემზადება არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის. საკრებულოს რეგლამეტი პირდაპირ არის გაწერილი, რიგგარეშე სხდომა მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი რომ მოვიწვიოთ, როდესაც  საკითხი მნიშვნელოვანია.  დღეს მე ვერ დამანახეს, რა აუცილებლობა იყო ამ საკითხისთვის რიგგარეშე სხდომის მოწვევა. ეს ცვლილება საქართველოს კანონმდებლობაში შევიდა 2016 წლის 27 მაისს. მას შემდეგ ჩვენ გვქონდა ორი სხდომა, მაშინ რატომ არ განვიხილეთ ეს საკითხი?“,– განაცხადა ნატო ქათამაძემ.

დეპუტატის ამ განცხადებას  საკრებულოს თავმჯდომარემ შემდეგნაირად უპასუხა,– „ქალბატონმა ნატო ქათამაძემ ფსიქიატრიული დასკვნის დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს, მე მაქვს ეჭვი, რომ  მას ამ ტიპის პრობლემები აქვს“,–განაცხადა დავით დვალმა.

ხმაურის მიუხედავად, საკითხი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. აღნიშნულს მხარი მხოლოდ საკრებულოს  „რესპუბლიკელმა“ დეპუტატმა  ნატო ქათამაძემ არ დაუჭირა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა