„ქალებმა იკისრეს ქვეყნის გადამრჩენის როლი“
ქუთაისის „გენდერის მედიაცენტრის“ ორგანიზებით მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრები პროექტის ფარგლებში იმართება, რაც მოიცავს საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე ლიდერ ქალებთან შეხვედრას. „გენდერის მედიაცენტრმა“ ამჯერზე "ლეიბორისტული პარტიის" ქუთასის საქალაქო ორგანიზაციასთან არსებული „ქალთა კლუბის“ წევრებს უმასპინძლა. თავმჯდომარის, მაია ხელაძის განცხადებით, მათი ორგანიზაცია 2002 წლიდან აკეთებს აქცენტს წარმატებულ ქალებზე და მათი პარტიის საარჩევნო სიის 30%-ს მდედრობითი სქესის კანდიდატები წარადგენენ. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ქალის როლის გაზრდა, როგორც სხვადასხვა სფეროში, ასევე პოლიტიკაში.
შეხვედრას ესწრებოდა ორგანიზაციის თავმჯდომარე სამსაონ გუგავა. მის განცხადებით, ის საპარლამენტო მანდატების ბუნებრივი გზით გადანაწილების მომხრეა, თუმცა ვიდრე მოხდება ქალთა როლის და რაოდენობის ბუნებრივი გაზრდა, ამისათვის საჭიროა კვოტირების სისტემა. გუგავას განცხადებით, საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ქალთა როლი და უფლებები მეტნაკლებად დაცულია და მანდილოსნების მიმართ პატივისცემა ყოველ დროში არსებობდა. გუგავამ ასევე ისაუბრა ქალის როლზე, რამაც ბოლო წლების განმავლობაში გადაარჩინა ქვეყანა. მისივე თქმით, ქალებმა იკისრეს გადამრჩენის როლი.
შეხვედრები იმართება პროექტის "ხმა მიეცი თანასწორობას" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" და ქუთაისის გენდერის მედიაცენტრი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UASID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის IFE-ს მხარდაჭერით. შეხვედრას ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი უძღვებოდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















