|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნება", სამწუხაროდ, უალტერნატივოა" - ბიძინა ივანიშვილი

"ქართული ოცნება", სამწუხაროდ, უალტერნატივოა- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონალური მედიასთან გამართულ შეხვედრაზე. „ნიუპრესის" კითხვაზე, რომელიც მმართველი პარტიის მართვის ცენტრალიზებულ სტილს უკავშირდებოდა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ასე სწრაფად განვითარება ვერ მოხდება, ამას წლები სჭირდება.

„რაც შეეხება რეგიონებს და დეცენტრალიზაციას, ამისათვის არის ერთ-ერთი რეფორმა ადგილობრივი  თვითთმართველობის შესახებ,  ეს უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს. დაწყებულია პროცესი და ეს ასე მალე ვერ მოხდება. ადრე ყველაფერს ერთი კაცი წყვეტდა, ყველაფერს ის ირჩევდა, არქიტექტორიც იყო, მხატვარიც, მუსიკოსებსაც ის არჩევდა. ასე სწრაფად განვითარება ვერ მოხდება, ამას წლები სჭირდება“.

 ივანიშვილმა მის მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტიის მართვის სტილზე საუბარს  პრემიერ-მინისტრის ქება ამჯობინა და განაცხადა, რომ კარგად უნდა დავუდარაჯდეთ კვირიკაშვილს, რომ სადმე არ გაგვექცეს.  „დღევანდელი "ქართული ოცნება” ხარისხობრივად უკეთესია, ვიდრე ჩემს დროს იყო. ეს კაცი (გიორგი კვირიკაშვილი) გარწმუნებთ, რომ არ იბრძვის არაფრისთვის, არ იბრძოდა არასდროს, ყველაფერს ნაკლი ერთადერთი რაც აქვს, შეიძლება პატარა გადაცდომაზეც უარი თქვას სავარძელზე. ასეთი დამოკიდებულება აქვს, იმდენად წესიერი კაცია, რომ შეცდომა რომ იყოს მთავრობაში, რაღაც რომ მოხდეს, შეიძლება წავიდეს. არსად გაგვექცეს, დავუდარაჯდეთ კვირიკაშვილს”, - განაცხადა ექს-პრემიერმა. 

კითხვაზე, შეინარჩუნებს თუ არა პარტია ერთობას  ოპოზიციაში გადასვლის შემთხვევაში,  ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციაში გადასვლას არ ჩქარობს.

შეხვედრაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ არა "ქართული ოცნება", მისი მეორე არჩევანი "თავისუფალი დემოკრატები" იქნებოდა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა