„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საარჩევნო უბნების მიმდებარედ აგიტაციას ეწევიან“
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საარჩევნო უბნების მიმდებარედ აგიტაციას ეწევიან“-განაცხადა საარჩევნო ბლოკის "ბურჭულაძე- სახელმჭიფო ხალხისთვის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა 49-ე ოლქში ზვიად ბაღდავაძემ.
მისი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ბევრი აქტიტისტი და აგიტარორი ყავს, რომლებიც უბანზე არიან მობილიზებული და ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას მოუწოდებენ.
„აგიტაცია მიმდინარეობს უბნების მიმდებარედ. კანონის მიხედვით, არ იკრძალება უბნების მიმდებარედ აგიტაცია, რასაც „ქართული ოცნება სათავისოდ იყენებს. მათი აქტივისტები მრავლად არიან უბნების მიმდებარედ და მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ შემოხაზვისკენ მოუწოდებენ“-განაცხადა ზვიად ბაღდავაძემ.
მისივე განცხადებით, ჯერჯერობით არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს. მან ასევე არ დაადასტურა ინფორმაცია ბიულეტენების დაზიანების შესახებ.
შეგახსენებთ, საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბიულეტენებში ბლოკის სახელწოდება დაზიანებულია, შესაბამისად, მისი შემოხაზვა შეუძლებელია.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















