|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" ყრილობას დელეგატები ქუთაისიდანაც შეუერთდნენ

დღეს სპორტის სასახლებში პარტია "ქართული ოცნების" რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართება, სადაც ძველ სახეებთან ერთად ახალი სახეებიც გამოჩნდებიან. ყრილობაზე დასასწრებად დელეგატები სხვადასხვა ქალაქებიდან უკვე გაემგზავრნენ. მათ შორის ყრილობას შეუერთდება ქუთაისის წარმომადგენლობა. ყრილობას დაესწრება ორგანიზაციის ქუთაისის თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია.

"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის მენეჯერის თამარ თოდუას განცხადებით, პარტიის ლიდერთა თქმით, დღეს მხოლოდ "ოცნების" ახალი წევრების წარდგენა იგეგმება და არა საარჩევნო სიისა და მაჟორიტარების.

ყრილობა 16 საათზე დაიწყება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი